საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის და სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის რკინიგზის ტრანსპორტის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები, გახსნა ვიცე-რექტორმა. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტისა და სააგენტოს პარტნიორობა ფაკულტეტისა და შესაბამისად, სტუდენტებისთვის ნაყოფიერი, მრავალმხრივი და არაერთი წარმატების მომტანი გახდება. თამარ წერეთლის თქმით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ისტორია 1928 წლიდან იწყება. ფაკულტეტზე ხორციელდება საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, ისეთი პროგრამები, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია.

“ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე. თანამშრომლობა მოიცავს სააგენტოს მიერ უნივერსიტეტისთვის ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, უნივერსიტეტში მოქმედი „კვლევებისა და ინოვაციების მხარდამჭერი პროგრამის“ (ReINNOVA) ფარგლებში თანამშრომლობას, რაც სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას, საგანმანათლებო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და ზოგადად, რკინიგზის დარგის განვითარებას გულისხმობს”, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ვიცე-რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში უახლოესი მომავლიდან დაიწყება. მისი განცხადებით, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით, რეგულარულ ხასიათს მიიღებს ერთობლივი სამეცნიერო დისკუსიები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, ტრენინგები და სემინარები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია