23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

2024 წლის 23 სექტემბერს, 9 საათიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიმდინარეობისას, პირველსემესტრელებს შეხვდებიან: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა ყიფიანი; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თსსუ-ში ჩარიცხულ 10 ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველსემესტრელს დააჯილდოვებს.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე