მამუკა ხაზარაძე - ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან თავდაპირველ შეხვედრაზე 9 პუნქტზე შეთანხმდნენ, შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არგუმენტი, რომ ეს მოლაპარაკებები ინტერვიუმ ჩაშალა, არასერიოზულია.

ამასთან, მისივე თქმით, თუ პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული მართვა სურთ, მაშინ უნდა მიეჩვიონ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ.

„9 პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, გუშინწინ, ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით. შევთანხმდით პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე და არა რაღაც სხვა მოსაზრებიდან გამომდინარე, დროის სიმცირის, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დრო დასაკარგი არ არის. არჩევნებამდე არის სულ რაღაც 35 დღე და შესაბამისად, ამ მოცემულობიდან დავეთანხმეთ ჩვენ აგვეღო ბაზად #9. შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა. შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული. შესაბამისად, ჩვენ, გუშინწინ, გამოვედით და დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ მეორე დღეს, ანუ გუშინ, ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა სალომე ზურაბიშვილთან და ცოტა ხანში გაგვეცნო საზოგადოებისთვის თუ ვინ იქნებოდა პირველი ოცეული და ა.შ. ამ განწყობით მე მივედი გუშინ შეხვედრაზე. ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც პრაქტიკულად ააყირავა ეს მოლაპარაკება იყო ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ თუ გვინდა ხელისუფლება შევცვალოთ, თუ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მართვაზე, მაშინ უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ. თუმცა მინდა განვმარტო სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს, ამის მერე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის ქვეყნისთვის საჭირო და შესაბამისად, ამ მანდატით ვსაუბრობდი მე ამ მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, რაიმე ინტერვიუ, რომელიც მოყვანილი იქნა როგორც ამ ხელშეკრულების ჩამშლელად, უბრალოდ არასერიოზულია თუ სხვა რამეს არ ვგულისხმობთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში