რატი ბრეგაძე ხაზარაძე-გახარიაზე - პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა

პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას.

მინისტრი ნახევრად ირონიულ პოსტში წერს, რომ ანაკლიის აფიორის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და „ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა“.

„პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა. ნათესავები ჩარეულან ცუდად და ამიტომ გადანახულებითა და ნიშნობით დასრულდა კოალიციური გატაცება.

ნიშნობის საჩუქრები უკან არ ბრუნდება. არადა ანაკლიის აფერის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა. მომავლის იმედით და ერთად გატარებული შეხვედრების პატივისცემით პროცენტი დაბალი იქნებაო”, - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. დღეს კი ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მოლაპარაკებები კონკრეტული მიზეზების გამო ვერ შედგა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება