გიგი წერეთელი - დღეს ნარკოტიკების მოხმარება რჩება ძალიან დიდ პრობლემად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამიტომ ამას სჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა

დღეს ნარკოტიკების მოხმარება რჩება ძალიან დიდ პრობლემად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამიტომ ამას სჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენი კოალიცია არჩევნებში გამარჯვებისთანავე გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს, რომელიც არ იქნება დასჯაზე ორიენტირებული, არამედ მათ დახმარებაზე და რესოციალიზაციაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. დილერების დაკავება პრობლემის გადაწყვეტის გზა არ არის, რადგან ნარკოტიკული საშუალებები ინტერნეტით იყიდება და ბრუნვა დიდია, ხელმისაწვდომობა კი მაღალი.

„დღეს ნარკოტიკების მოხმარება რჩება ძალიან დიდ პრობლემად. არალეგალური ბრუნვა არის ძალიან მაღალი, ხელმისაწვდომობა არის ძალიან მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხანდახან გვესმის, რომ გვესმის ე.წ. დილერების დაკავება, ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვიცით, რომ ინტერნეტით და სხვა გზებით არის ძალიან დიდი ბრუნვა ნარკოტიკების და ახალი ნივთიერებების, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ქმნის ძალიან დიდ პრობლემას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამიტომ ამას სჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, სადაც იქნება როგორც პრევენცია, ასევე ზიანის შემცირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.

ამისთვის მინდა ვთქვა, რომ ასეთი ცენტრების შექმნა სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის მოვიყვან, რომ ასეთი ცენტრის შექმნა იყო დაგეგმილი ბაზალეთის ტერიტორიაზე, ულტრათანამედროვე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კონცეფციით.

ჯერ კიდევ 2009-2010 წლიდან იყო ეს კონცეფცია, შემდე პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ეს პროექტი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს ყველაფერი გაჩერდა და ამ სუპერთანამედროვე ცენტრის ნაცვლად, სადაც ძალიან ბერი ადამიანი მიიღებდა სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს, დღეს ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად არაფერი არ არის და არაფერი არ კეთდება.

ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება ყველა ოჯახს შეეხოს, ყველას პრობლემაა და, აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ, როდესაც იქნება ოპოზიციის წარმატება, მე დარწმუნებული ვარ, კოალიციური მთავრობა გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს. სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში შეიძლება ახალგაზრდებმა მიიღონ იმგვარი სიკეთეები, რომ ნარკოტიკები იყოს მეათე ხარისხოვანი და წინ იყოს განათლება , დასაქმება და კეთილდღეობა.

ჩვენი კოალიცია გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს, რომელიც არ იქნება დასჯაზე ორიენტირებული, არამედ მათ დახმარებაზე და რესოციალიზაციაზე. ეს ადამიანები უნდა იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია