ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება - შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებას აჩერებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს".

მათივე განცხადებით, GEO-ს გუნდი მუშაობას გააგრძელებს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

„ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO გარემოსდაცვით საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა.

ამ დროის განმავლობაში დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და საჯარო სტრუქტურების ჩართულობით განვახორციელეთ არაერთი გარემოსდაცვითი პროექტი ქვეყნის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად.

დაარსების დღიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებასა და ისეთი სტანდარტების დამკვიდრებაში, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება - შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას. თუმცა, GEO-ს გუნდი მუშაობას გააგრძელებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - GEO Outlook LLC. ცხადია, ამ ნაბიჯით გვეზღუდება ქვეყნისთვის საჭირო არაერთ პროექტში მონაწილეობის საშუალება, თუმცა ჩვენი გუნდი ახალი სახელითა და ახალი იურიდიული ფორმით, შესაძლებლობების ფარგლებში, გააგრძელებს გარემოსდაცვით საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება