კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის ლიდერებმა დღეს „კიკვიძის პარკში“ შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო დაპირება გააცნეს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ ისაუბრეს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის გეგმაზე, 200 ათასიანი სამუშო ადგილის შექმნაზე.

კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის გეგმა გააცნო.

„4 წელიწადში შესაძლებელია პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა და პირველივე წელს რადიკალური ნახტომი გავაკეთოთ - 400 ლარიდან ზემოთ. ამასთან დაკავშირებით კრიტიკა წავიდა, არ ეყოფა ბიუჯეტი და ა.შ. ბუნებრივია, ბიუჯეტი არაფერს ეყოფა თუ სწრაფად არ გავზარდეთ. ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, თუ საიდან ვხედავთ ამ შესაძლებლობას. 1000 ლარიანი პენსიის შევსების წყარო - ბიუჯეტის ნორმალური დაგეგმარება, კორუფციის აღმოფხვრა, ბიუროკრატიის შემცირება - ეს არის შემოსავლის რაღაც წყარო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება შემოსავლის მძლავრი არხი და ეს არის სათამაშო ბიზნესი. სათამაშო ბიზნესი, რომელიც ასევე ბიზნესია, მაგრამ მან დიდი ნეგატიური ზეგავლენა მოახდიან ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. მე ვეწინააღმდეგები იმ დაბეგვრას, რომელიც ამ სფეროს გააჩნია. სათამაშო ბიზნესი ე.წ. რულეტკის ბიზნესი, საქართველოს მე ვერ ვხედავ სათამაშო მოედნად, უნდა დაიბეგროს სამართლიანად და უნდა გაიზარდოს 25-%-მდე. ეს არის მძლავრი შემოსავალი, რომელსაც ჩვენ მივმართავთ პირველივე წელს პენსიონერების ანაზღაურების ზრდაზე. მე მინდა ვიხილო ისეთი საქართველოს, სადაც საწარმოები იქმნება, სადაც ადამიანებმა მიიღონ ღირსეული ხელფასი. ამასთან, უნდა გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება, რასაც საპენსიო ფონდი ჰქვია. იმ საპენსიო ფონდის, რომელიც რამდენიმე მილიარდისგან შედგება, მისი 25%-ის განკარგვა ერთპიროვნულად შეუძლია ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ერთმა ადამიანმა განკარგოს ხალხის მიერ შეგროვილი ფული“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, "უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს და ემსახურება რუსეთს“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო