პრემიერ-მინისტრმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის" ახალი შენობა გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის" ახალი შენობა გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

„სასწავლებელი წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს.

ფონდ „ქართუს" ინვესტიციით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისათვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პრემიერ-მინისტრმა "ნიჭიერთა ათწლედის" დირექტორს, ნოდარ ჟვანიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანთან და ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაესწრო ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელშიც „ნიჭიერთა ათწლედის" წარმატებულმა მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე