ვასო ურუშაძე - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, აუცილებლად ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავს, რომელიც იქნება 750 მილიონიანი ინვესტიცია და  5000-დე სამუშაო ადგილს შექმნის

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული საკითხების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", აუცილებლად ააშენებენ მიწისქვეშა გაზსაცავს, რომელიც იქნება 750 მილიონიანი ინვესტიცია და 5000-დე სამუშაო ადგილს შექმნის.

„ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, რომელიც გვპირდებოდა კომუნალური გადასახადების განახევრებას, კომერციული ტარიფი გაიზარდა 54 თეთრით, საუბარია ბუნებრივ აირზე. ახლა ჩვენ ვაზიანში ვიმყოფებით, სადაც უნდა აშენებულიყო მიწისქვეშა გაზსაცავი, რაც მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ გაიაფებულიყო ბუნებრივი აირის გადასახადი როგორც კომერციული, ასევე იურიდიული პირებისთვის. 10 წელია, ივანიშვილის ხელისუფლება გვპირდება, რომ ააშენებს მიწისქვეშა გაზსაცავს, მაგრამ დღეს, 2024 წელს ვიმყოფებით ტრიალ მინდორში. აღსანიშნავია, რომ 750 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დონორი ორგანიზაციების მიერ იყო გამოყოფილი, ივანიშვილის კლანმა გაფლანგა და კორუფციული გზით მიითვისა. ეს, ის თანხაა, რომელიც შექმნიდა 5.000-მდე სამუშაო ადგილს, ხელს შეუწყობდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ადამიანებს აღარ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა, იქნებოდნენ საკუთარი ოჯახის წევრებთან და ექნებოდათ ღირსეული შემოსავალი“, - განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის კლანი ანადგურებს საქართველოს პერსპექტივას, საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს. ურუშაძის განმარტებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ გააჩნია გაზსაცავი. გაზსაცავი, რომელიც დაახლოებით 300 ათასი კუბური მეტრის რეზერვუარებს უზრუნველყოფდა, შესაძლებლობას მოგვცემდა,

„ზაფხულის პერიოდში ბუნებრივი აირი დაგვეგროვებინა და ზამთარში მიგვეწოდებინა ჩვენი მოსახლეობისთვის. იმის გარდა, რომ ეს გააიაფებდა ტარიფებს, საქართველოს უზრუნველყოფდა ენერგოდამოუკიდებლობითა და ენერგოუსაფრთხოებით, რაც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლება, მისი მაფიოზური კლანი დაინტერესებულია მხოლოდ პირადი სარგებლით: აინტერესებს, რა წაიღოს სახლში და არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავს, რომელიც იქნება 750 მილიონიანი ინვესტიცია, შექმნის 5.000-დე სამუშაო ადგილს, ჩვენ გვექნება მუდმივი მარაგი, ასევე უზრუნველვყოფთ ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირებას, როგორც კომერციული, ასევე იურიდიული პირებისთვის, ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის, კერძო სექტორის განვითარებას, რომლებიც დიდწილად, სწორედ კომუნალური გადასახადების ღირებულებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული საკითხების მდივანმა ვასო ურუშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია