ნიკა ობოლაძე - ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდეს სანქციების სამიზნე, უბრალოდ, ქვეყნისთვის სანქცირებული ხელისუფლების ყოლა იზოლაციისა და სიღატაკისკენ გზაა

ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდეს სანქციების სამიზნე, უბრალოდ, ქვეყნისთვის სანქცირებული ხელისუფლების ყოლა არის გზა იზოლაციისა და სიღატაკისკენ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკურმა მდივანმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, ვინც ერთმანეთში ურევს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს, ოკუპანტებს უხდის ბოდიშს, საქართველოს მეგობრებს უწოდებს მტრებს და ვისაც აქვს მათ წინააღმდეგ მტრული რიტორიკა და ქმედებები.

„ივანიშვილის ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება. ივანიშვილმა გააჟღერა თავისი სურვილი, საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატია საქართველოში - გააუქმოს პოლიტიკური ოპოზიცია და აკრძალოს არასამთავრობო სექტორი.

ამ ფონზე ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ის გახდეს სანქციების სამიზნე, უბრალოდ, ქვეყნისთვის სანქცირებული ხელისუფლების ყოლა არის გზა იზოლაციისა და სიღატაკისკენ.

26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ქართველი ხალხის ნება, ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ იზოლაციას და სიღატაკეს, შევიყვანოთ საქართველო ევროპის კავშირში, ევროპული ფონდებიდან მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო, დავასრულოთ მასობრივი ემიგრაცია და საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში იცხოვრონ ევროპული სტანდარტით", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია