ვოლოდიმირ ზელენსკი - ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება, რაც რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი გახდება

ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება, ეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ იმისთვის, რათა მეორე სამიტზე რუსეთი ვიხილოთ, რადგან ყველა ჩვენმა მოკავშირემ, მათ შორის უახლოესმა მოკავშირემ, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან და რუსეთს ყოველთვის ეწინააღმდეგებიან, ყველამ განაცხადა, რომ რუსეთი მეორე სამიტზე უნდა იყოს. მაგრამ, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, ომის რომელიმე მხარის გარეშე დასრულება არ შეიძლება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გეგმის სამი პუნქტი უკვე მომზადებულია და პირველი სამიტის მონაწილეებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაიმართა, ასევე, „ოფლაინ და ონლაინ ფორმატში შეხვედრები კვლავ გაიმართება“.

„როგორც უკვე ვთქვით, ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება. ეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი იქნება. ნებისმიერ ფორმატში, მის ნებისმიერ წარმომადგენელთან, რადგან გეგმა იქნება და რაღაც საჩვენებელია. თუ მათ ეს არ მოეწონებათ, მათი რეაქცია კონკრეტულ საკითხებზე გასაგები იქნება და არა მხოლოდ ზოგადად - ჩვენ არაფერი გვსურს და ომს გავაგრძელებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე