პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ხორხელის, ახშანის, ქისტაურის, ახალშენისა და საჩალეს მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

მისი თქმით, მშვიდობიანი განვითარების პირობებში, ყველა დასახული მიზნისა და პროექტის სისრულეში მოყვანა შესაძლებელი იქნება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - იოსებ ქარუმაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი - ალექსი ფიცხელაური.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება