ნიკა ობოლაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქრება ყველა ის სიკეთე, რასაც ევროკავშირისგან ვიღებთ, მათ შორის, წვდომას 14 მილიარდ ევროზე -  „ოცნების“ საგარეო პოლიტიკა მოღალატეობრივია და აცდენილია ქართულ და ევროპულ კურსს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქრება ყველა ის სიკეთე, რასაც ევროკავშირისგან ვიღებთ, მათ შორის, წვდომა 14 მილიარდ ევროზე - სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა მიდის იზოლაციის გზით, ჩვენი ვალია 26 ოქტომბერს ხელისუფლება შევცვალოთ, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკურმა მდივანი ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ აქვს გაცხადებული თავისი სურვილები, რომელიც ქვეყანას აზიანებს და ევროპულ პერსპექტივას უსპობს.

"ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა საკუთარი სურვილების შესახებ: ის არ ჰპირდება ხალხს ევროპას, კეთილდღეობას, 14 მილიარდს; ის ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში პოლიტიკურ ოპოზიციას გააუქმებს და არასამთავრობო სექტორს აკრძალავს. „ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არის მოღალატეობრივი, რომელიც მტერს ბოდიშს უხდის და მეგობარს მტრად ასაღებს, ეს პოლიტიკა ფუნდამენტურად აცდენილია ქართულ და ევროპულ კურსს.

ამიტომ, სამწუხაროდ, ბუნებრივია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა ის სიკეთე, რასაც ევროპის კავშირისგან ვიღებთ.

სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა იზოლაციისა და სიღატაკის გზით მიდის. ჩვენი ვალია შევცვალოთ ხელისუფლება, არათუ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, არამედ საქართველო ევროპის კავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, მივიღოთ წვდომა 14 მილიარდზე და ქართველმა ხალხმა საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვროს", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება