გიორგი ვაშაძე -  „ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა, ივანიშვილის სანქცირება, ეს არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქცევს

გვჭირდება ერთიანობა იმიტომ, რომ არ წავიდეთ სიღატაკისკენ, იზოლაციისკენ და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანებს ვუთხრათ უარი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლოს დასანქცირებაზე.

გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებით მოქმედებს.

„ორი უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გუშინ მივიღეთ - ერთი მხრივ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი და ამასთან ერთად, დაფინანსების შეწყვეტაზე, მეორე მიმართულება, ეს არის სანქციები. ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა. ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში და უმძიმეს ვითარებაში ჩავვარდებით აბსოლუტურად ყველა. წარმოიდგინეთ, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენით, ივანიშვილის სანქცირებით, საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან, საქართველო კარგავს მილიარდობით დაფინანსებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპული და ამერიკული ინსტიტუტებიდან, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და დანგრევას და მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც მხილებულია რუსეთთან თანამშრომლობაში.

მინდა გუშინდელი ინფორმაციიდან ტექსტი ამოვიღო და ყურადღება მიაქციოთ - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობა რუს ოლიგარქებთან, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. რაც ყველაზე საგანგაშოა, მინდა ხაზი გაუსვათ, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებებით გაატარა. პირდაპირ ვამბობ, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები ყველა ამ ფაქტის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერი გადამწყვეტია. საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევით, “ოცნება” მარცხდება, მაგრამ ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა იმიტომ, რომ არ წავიდეთ სიღატაკისკენ და იზოლაციისკენ, არამედ წავიდეთ განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ, ყველას გვქონდეს ევროკავშირის პასპორტი, ის 14 მილიარდი მივიღოთ, რომლითაც შეგვიძლია ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. და რაც მთავარია, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანებს ვუთხრათ უარი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები”, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ამერიკის ხმა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია