პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ხელვაჩაურში, თხილნარისა და ზედა თხილნარის მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, ასევე გაეცნო მოსახლეობის ამჟამინდელ საჭიროებებს.

„ხალხის მხარდაჭერა და მათი ნდობა ჩვენი გუნდისადმი მაძლევს განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას, რომ დავდგე საქართველოს მომავლის სამსახურში. 26 ოქტომბერი არ არის უბრალო არჩევნები – ამ დღეს ჩვენს არჩევანს განსაზღვრავს არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ფასეულობები და ისტორია. მე მჯერა, რომ გაიმარჯვებს სწორედ ის, რაც საუკუნეების მანძილზე განამტკიცებდა ჩვენს ქვეყანას – ჩვენი რწმენა, თავისუფლება და სიყვარულით სავსე გულები,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

დელეგატის თქმით, 26 ოქტომბერი იქნება დასაწყისი დიდი შერიგებისა აფხაზ და ოს ძმებთან.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, მინდია დიასამიძე- დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე - თენგიზ ირემაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე