ლაშა ფარულავა - 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც  თბილისის მერიაშია და  ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს

26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და რომელსაც ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს, დავასრულოთ, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა,როდესაც ვაკეში, ე.წ. ცათამბჯენის მშენებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილი-კალაძის კორუფციული მმართველობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

"მაშინ, როცა ოჯახები ვაკეში, შვილებთან ერთად დგანან კალაძის საავტომობილო საცობში და სანამ ბავშვები სუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა მიიღო ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა. არამარტო ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა, დამატებით მიიღო კიდევ საჩუქრად 20.000 კვ.მ. და 12 სართული, ანუ, მშენებლობის უფლება გაიზარდა 47-დან 59 სართულამდე. ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესები, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ. ამიტომ, ივანიშვილი-კალაძის ეს კორუფციული მმართველობა ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ, ყველა ასეთი კორუფციული საქმე უნდა გამოიძიოს ევროკომისიის მიერ დანიშნულმა ჯგუფმა, რომელიც ამ ქვეყანაში სისტემურ კორუფციას და იმ უსამართლობას დაასრულებს, რომელსაც ჩვენ კონკრეტულად, ვაკეში ვხედავთ. კონკრეტულად ეს მშენებლობა ნიშნავს, ფაქტობრივად, ვაკის გადაქცევას ბეტონის ჯუნგლებად, ვაკის მოსახლეობის გაწირვას საათობით საცობში დგომისთვის. რა თქმა უნდა, ერთიანობით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს იმისთვის, რომ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც არის თბილისის მერიაში, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს ყველა საჯარო დაწესებულებაში, დავასრულოთ. ამისთვის დამხმარე მექანიზმად შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტები და შემოვიყვანოთ ევროკომისიის ჯგუფი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს