ლეგენდების ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები „მილანთან“ ანგარიშით 2:1 დაწინაურდა

ლეგენდების ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები „მილანს“ 2:1 ანგარიშით ამარცხებს.

მატჩის მეორე გოლი დავით სირაძემ, გაიტანა.

მანამდე, შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლით უპირატესობა გიორგი დემეტრაძემ მოუტანა.

ამის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევარში გოლი „მილანის“ ფეხბურთელმა მარკო ბორიელომ გაიტანა.

ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს.

ამხანაგურ შეხვედრაში „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მონაწილეობენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები თამაშობენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს