ნიკა გვარამია - თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი,  წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი - ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის

თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისა.

მისივე თქმით, „გამბედაობით, ბრძოლით, ისტორიული გადაწყვეტილებით რუსულ რეჟიმს ხელიდან ჩვენი სამშობლო გამოვტაცოთ და ქართველ ხალხს დავუბრუნოთ“.

„თბილისის სული ყველაზე კარგად ჩანს აქ, თანამედროვე შენობებით და წარსულის ტრადიციების ერთობლიობით. ჩვენი მოაზროვნეები იყვნენ ევროპული ცივილიზაციის ღირსეული წარმომადგენლები. თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი. ჩვენი გამბედაობით, ბრძოლით, ისტორიული გადაწყვეტილებით რუსულ რეჟიმს ხელიდან ჩვენი სამშობლო გამოვტაცოთ და ქართველ ხალხს დავუბრუნოთ. ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, მაგრამ ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის და ბედნიერებისთვის. ჩვენ დავდეთ ფიცი, რომ არავინ ჩვენი რიგითი მხარდამჭერი თუ პარლამენტარი არ იქნება ივანიშვილთან გარიგებული, გთხოვთ ყველას ოპოზიციიდან ვისიც ჩვენ გვჯერა და მათაც, ვისშიც ჯერ არ ვართ დარწმუნებული ეს ფიციც სახელმწიფოს დაცვას ემსახურება, ვერ წაიღებს ჩვენ სამშობლოს და ევროპულ მომავალს. მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ თემა, სამუშაო ბევრია, დიდი შრომა გვაქვს წინ, ნუ გადავიტანთ ჩვენ მზერას საკითხებზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი. დავანებოთ თავი სიებზე, გაერთიანებებზე, წილებზე ამ სიებში თავი და ვისაუბროთ როგორ გავიმარჯვებთ, როგორ დავიცავთ ხმებს და წინ როგორ წავალთ, ჩვენი გზა ევროპაშია”, - განაცხადა გვარამიამ თბილისის საარჩევნო კამპანიის შეხვედრისას ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს