ზურაბ ჯაფარიძე - მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მინდა გავიაზროთ სად ვიმყოფებით დღეს და ისტორიული პერსპექტივით დავინახოთ სურათი, ჩვენმა უფროსმა თაობამ მიაღწია დამოუკიდებელ ქვეყანას, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის” ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემაა, რომ ქვეყანამ მმართველობის სისტემა ვერ შეცვალა, რომ დაიწყოს რეალური ცვლილებები.

„მივმართავ ახალგაზრდებს, მინდა გავიაზროთ სად ვიმყოფებით დღეს და ისტორიული პერსპექტივით დავინახოთ სურათი, ჩვენმა უფროსმა თაობამ მიაღწია დამოუკიდებელ ქვეყანას, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-თან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დგება, მაგრამ პრობლემა არის შემდეგი რომ ჩვენ ვერ შევძელით მმართველობის სისტემის შეცვლა რომ ერთ ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია ვერ შეძლონ, ეს არის სერიოზული პრობლემაა და მეორე პრობლემა ეს არის რომ ეს ხელში ჩაიგდეს რუსებმა, ყველაფერს გვაკარგვინებენ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მე მჯერა ახალგაზრდების, მათი გაჩერება შეუძლებელია, თქვენ უნდა მოინდომოთ, 26 ოქტომბერს თქვენ გაიმარჯვებთ”, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ