უკრაინელებმა 10 ოლქში რუსების 71 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და კიდევ ექვსი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლით დაპირისპირების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის საჰაერო სივრციდან „ხ-59/69“ ტიპის ორი მართვადი რაკეტა გაუშვეს, Shahed-ის ტიპის 80 დრონით კი უკრაინის ტერიტორია რუსეთის ქალაქ იეისკიდან და კურსკის ოლქიდან შეუტიეს.

საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ხმელნიცკის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა