ირანში, სამხედრო აღლუმზე, მოდერნიზებული Shahed-136B წარმოადგინეს

ირანმა სამხედრო აღლუმზე თავისი ახალი ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი წარმოადგინა, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„დღეს ჩვენი თავდაცვა და შეკავების პოტენციალი იმდენად გაიზარდა, რომ ვერც ერთი დემონი ჩვენი ძვირფასი ირანის წინააღმდეგ აგრესიაზე ვერ კი იფიქრებს“, - ციტირებს სახელმწიფო სააგენტო IRNA ქვეყნის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს.

IRNA-ს ცნობით, ახალ რაკეტა Dschihad-ს, რომელიც შეიმუშავა და გამოუშვა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო კოსმოსურმა დეპარტამენტმა, შეუძლია დაფაროს ათას კილომეტრამდე მანძილი.

ამასთან, მათი მტკიცებით, Shahed-136 ტიპის დრონის მოდიფიცირებული ვერსიის - Shahed-136B-ის - ფრენის დიაპაზონი 4 000 კილომეტრზე მეტია.

შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რომელსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებენ. თავის მხრივ, ოფიციალური თეირანი ამტკიცებს, რომ მოსკოვისთვის არც ბალისტიკური რაკეტები და არც დრონები არ მიუწოდებია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო