ვასო ურუშაძე - ივანიშვილის ხელისუფლება გახდა რუსული სანქცირებული კომპანიების მაშველი რგოლი

მაშინ, როცა საქართველოს გაუჩნდა უდიდესი პერსპექტივა შემოსულიყო დასავლური ინვესტიციები, რაც საქართველოში შექმნიდა სამუშაო ადგილებს, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ეს პერსპექტივა ვერ გამოგვეყენებინა და ხელი შეუწყო რუსულ სანქცირებულ კომპანიებს თავი აერიდებინათ სანქციებისთვის. ფაქტობრივად, ივანიშვილის ხელისუფლება გახდა რუსული სანქცირებული კომპანიების მაშველი რგოლი , - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.

მისივე თქმით, ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ.

„მაშინ, როცა საქართველოს გაუჩნდა უდიდესი პერსპექტივა შემოსულიყო დასავლური ინვესტიციები, რაც საქართველოში შექმნიდა სამუშაო ადგილებს, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ პერსპექტივა ვერ გამოგვეყენებინა და ხელი შეუწყო რუსულ სანქცირებულ კომპანიებს თავი აერიდებინათ სანქციებისთვის. ფაქტობრივად, ივანიშვილის ხელისუფლება გახდა რუსული სანქცირებული კომპანიების მაშველი რგოლი. ფაქტობრივად, ივანიშვილის ხელისუფლება გახდა მაშველი რგოლი რუსული სანქცირებული კომპანიებისთვის, რუსი სანქცირებული ოლიგარქებისთვის, მათ უკანა ეზოდ ვიქეცით, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, არც სამუშაო ადგილებს ქმნის, უბრალოდ ჩვენ ვეხმარებით პუტინის ტერორისტულ რეჟიმს, რუსულ ეკონომიკას თავი აარიდოს დასავლურ სანქციებს და აწარმოოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს გამოყენებით.

აღნიშნულის გამო ზარალდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესი, ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ. მათ უწევთ ქვეყნიდან გადახვეწა შემოსავლის საძიებლად. 26 ოქტომბერს - მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოშორდება ძალაუფლებას, ჩვენ დაჩქარებული ტემპით გავწევრიანდებით ევროკავშირში, მოვიზიდავთ 14 მილიარდი ევროს ინვესტიციას და საქართველო გამოიყენებს იმ პერსპექტივას, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის გაძლიერებას“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა