მარია ზახაროვა - უკრაინის „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობას არ ვიღებთ - ჩვენ არ ველაპარაკებით ტერორისტებს

რუსეთი უკრაინის მეორე „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ნორმალიზაციასთან და „ეს ანგლო-საქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინებაა”.

ზახაროვა აღნიშნავს, რომ „ზელენსკის ფორმულა“ აბსოლუტურად შეუსაბამოა კონფლიქტის მოგვარებასთან.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მსგავს "სამიტებში". მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ უარს კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ჭეშმარიტად სერიოზული წინადადებები”, - განაცხად ზახაროვამ.

ამასთან ის აღნიშნავს, რომ რუსეთის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა.

„თუმცა, კიევში და დასავლეთში მშვიდობაზე არ ფიქრობენ. მათ ომი სჭირდებათ. ამას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბანდიტური შემოჭრა კურსკის რეგიონში“,- განაცხად მან და დასძინა: “ჩვენ არ ველაპარაკებით ტერორისტებს”.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია