გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე და მოიტანა რუსეთი - მათი დრო დამთავრდა!

„ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, მოიტანა გახიზნული 1 მლნ ჩვენი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება და რაც ყველაზე მთავარია “ ქართულმა ოცნებამ” ამ ქვეყანაში რუსეთი მოიტანა, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ ასევე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება იმ დადებით მხარეებზე გაამახვილა, რაც თან სდევს პროცესს.

მისი თქმით, “ევროკავშირის წევრობა ნიშნავს 14 მლრდ ევროს, რომელსაც საქართველოში მოიზიდავენ.

“ჩვენს ერთიანობას და ჩვენს გამარჯვების ჟინს გაუმარჯოს.როცა ადამიანი სამეგრელოში ხარ, განსაკუთრებით გევსება სული სამშობლოს სიყვარულით იმიტომ, რომ სად თუ არა აქ, შეიგრძნობა პატრიოტობა. სად თუ არა აქ, შეიგრძნობა თავისუფლების ბრძოლის ჟინი, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც გადაარჩინა ქვეყანა 12 წლის მანძილზე და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.იმ 12 წლის მანძილზე, როცა უნდოდათ საქართველოს შეტრიალება და რუსული გავლენის ქვეშ მოქცევა, მაგრამ თქვენმა ბრძოლამ, თქვენმა დაუღალავმა შრომამ შეინახა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს.

ღიად უნდა ითქვას, მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე საქართველო შექმნა და მადლობა მას ამისთვის. პირობას ვდებ თქვენს წინაშე, 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებასთან ერთად, ვიზეიმებთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. საქართველოს მისი ენერგია, მისი გამოცდილება, მისი ხედვა სჭირდება, აი ის ენერგია სჭირდება, რომელიც დუღდა საქართველოში 2012 წლამდე. მინდა განსაკუთრებულად მივესალმო გმირი შვილის გმირ დედას, ქალბატონ გიულის. დიდი მადლობა ამ გამძლეობისთვის, არ იმსახურებთ ამ ტკივილს, რომელიც ახლა გაქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველანი ერთად ვიზეიმებთ მიშას თავისუფლებას, საქართველოს გათავისუფლებასთან ერთად.

ურთულესი და უმძიმესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნისთვის, ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროკავშირში, მეორე მხარეს არის სიღატაკე იზოლაციაში.ერთ მხარეს არის განვითარება ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის დიდი პერსპექტივა, მეორე მხარეს კი უმძიმესი რეალობა, რომელიც შეიძლება დადგეს აქ. 26 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ღირსეულარჩევანს გააკეთებს. წარმოუდგენელია, რომ საქართველოში ლაჩრობამ გაიმარჯვოს, წარმოუდგენელია, რომ საქართველოში სიმხდალემგაიმარჯვოს. საქართველოში გაიმარჯვებს პატრიოტიზმი, საქართველოში გაიმარჯვებს რწმენა იმისი, რომიქნება ძლიერი, ღირსეული წევრი ევროკავშირის. ჩვენ ევროკავშირი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და გვინდა საქართველოსთვის.

ევროკავშირის პერსპექტივა ნიშნავს ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტს, როგორც ყველაზე უსაფრთხო პასპორტს მთელს მსოფლიოში. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს 14 მლრდ ევროს, რომელსაც საქართველოში მოვიზიდავთ. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს განვითარებულ სოფელსა და ქალაქს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ღირსეულ განათლებას ჩვენი შვილებისთვის. ევროკავშირის წევრობა და ამ გზაზე სვლა ნიშნავს 14 მლრდს, რომელიც მოხმარდება ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ პროექტებს. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, მოვიზიდავთ ინვესტიციებს ამერიკიდან, ევროპიდან. შემოვიყვანთ დიდ კომპანიებს, გავაგრძელებთ იმ აღმშენებლობას, რომელიც იყო ამ ქვეყანაში. 14 მლრდს, რომელიც ყველა ოჯახში მივა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს, მინიმალური ხელფასი 1500 ლარი იქნება, საშუალო ხელფასი 3000 ლარი იქნება. ეს 14 მლრდ ევროდაგვიბრუნებს ჩვენს ემიგრანტებს საქართველოში, გაერთიანებს ოჯახებს, მშობლები და შვილები ერთად იცხოვრებენ ნორმალურ, ბედნიერ საქართველოში. ეს პერსპექტივა გვაქვს ჩვენ, ყველას ერთად. მეორე მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ მას სხვაგვარად სურს. იმიტომ, რომ მას უნდა თვითონ იყოს ბედნიერი, ხალხი იყოს უბედური. იმიტომ, რომ მას უნდა ის და მისი გარემოცვა იყოს ზემდიდარი, ხალხი იყოს უკიდურესად გაჭირვებული.

ივანიშვილი მუდმივად საუბრობს 2012 წლამდე პერიოდზე, კითხვას ვსვამ, რა გააკეთა ივანიშვილმა 2012 წლიდან დღემდე? “ ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, მოიტანა მლნ ჩვენი თანამემამულე გახიზნული, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება და რაც ყველაზე მთავარია “ქართულმა ოცნებამ” ამ ქვეყანაში რუსეთი მოიტანა. ჩვენ კი მოგვაქვს ერთიანობა, ევროპა, განვითარება, 14 მლრდ ევრო, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ჩვენ ყველა ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის ერთადერთი ალტერნატივა დღეს საქართველოში. დღეს რეალურად ორი გზა, ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს.ერთი არის ბიძინა ივანიშვილის გზა მონობისკენ, მეორე არის მიხეილ სააკაშვილის გზა თავისუფლებისკენ.

დარწმუნებული ვარ, არჩევანს გავაკეთებთ თავისუფლების სასარგებლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ ავაშენებთ საქართველოს, სადაც ბედნიერად იცხოვრებს ქართველი ხალხი, აქედან არც თუ ისე შორს არის ჩვენს მიერ აშენებული იუსტიციის სახლი. რამდენიმე წელში თქვენ ყველანი იქ მიხვალთ და აიღებთ ახალ, ევროკავშირის წევრი საქართველოს პასპორტს. მე მჯერა, რომ სოხუმში და ცხინვალში ჩვენ ავაშენებთ, კიდევ უფრო დიდ იუსტიციისსახლს, სადაც ასევე გავცემთ ევროკავშირის წევრი საქართველოს პასპორტს, გავაერთიანებთ ჩვენს სამშობლოს და ვიცხოვრებთ ბედნიერად ცივილიზებულ სამყაროში, ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად. “ქართული ოცნება” მარცხდება და მთავარია, რომ ჩვენ დავიჯეროთ და ვუთხრათ მთელ საქართველოს მათი დრო დამთავრდა. დადგა დრო გამარჯვების, დადგა დრო წინსვლის, დადგა დრო განვითარების", - განაცხადა ვაშაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი