ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს იწყებს - სწორედ შემოდგომაზე გადაწყდება, რა მოხდება შემდგომ ამ ომში

უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. სწორედ ამ შემოდგომაზე გადაწყდება, რა იქნება შემდეგ ამ ომში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის, ჭეშმარიტად სამართლიანი მშვიდობისთვის", - განაცხადა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული.

ზელენსკის თქმით, ვიზიტის დროს უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს უკრაინის გამარჯვების გეგმა გადაეცემათ. ის ასევე წარედგინება კონგრესს და შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს.

„ამერიკას აქვს ძალა, რომ უკრაინასთან ერთად, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველყოს ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ზუსტად ისე, როგორც გათვალისწინებულია მშვიდობის ფორმულაში. ზუსტად ისე, როგორც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, სწორედ ახლა დგინდება, რა მემკვიდრეობა ექნება დღევანდელი თაობის ხელისუფლების ლიდერებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში გამართავს შეხვედრებს გლობალური სამხრეთის, „დიდი შვიდეულის“, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

მოგვიანებით ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც შეერთებულ შტატებში დაშვების შემდეგაა გადაღებული.

„ჩამოვედით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ომი სამართლიანი მშვიდობით მხოლოდ გლობალური მუშაობის საფუძველზე შეიძლება დასრულდეს. უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ჩვენი მოკავშირის მაგიდაზე იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია