ვასო ურუშაძე - ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს

ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციულმა მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხალხს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა, თუმცა მისი მმართველობის პირობებში ფასები გაიზარდა.

„ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე, თუმცა, მისი მმართველობის პირობებში 54 თეთრით გაძვირდა გადასახადი ბუნებრივ აირზე, რომელსაც კომერციული სექტორი მოიხმარს. როცა გაზრდილ ფასებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს სწორედ კომუნალური გადასახადების გაძვირებითაა გამოწვეული. ყველა კერძო საწარმო, რომელიც პროდუქტს აწარმოებს, ბუნებრივ აირს გამოიყენებს. ივანიშვილის კორუფციული ინტერესის გამო გაძვირებული ბუნებრივი აირი პირდაპირ არის ასახული იმ სფეროში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად პურს, საკვებ პროდუქტებს, სხვადასხვა მომსახურების სერვისებს მოიხმარენ. ამიტომ, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება