„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან  შეხვედრებს აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის სოფლების: მაკვანეთის, ლიხაურისა და ჭანიეთის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ქართული ოცნების” მხარდაჭერით, აქ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, მოქალაქეთა საჭიროებების განხილვა, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოფლების უფრო მეტი განახლება ჩვენი გუნდისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით მუშაობას მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად კვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! მჯერა, 26 ოქტომბერს, მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას“, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომელთაც მშვიდობის შენარჩუნება, საქმის კეთება და კეთილდღეობის შექმნა შეუძლია!” - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - დავით დარჩია და მერის მოადგილე, პარტიის გურიის რეგიონული კოორდინატორი - გიორგი ღურჯუმელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება