გიორგი კახიანი - სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება!

სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განუცხადა.

კახიანი იმასაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაჩერების საკითხი სხვადასხვა ოფისებში გამოგონილი თემაა და რეალურად ამაზე საუბარი არ არის.

„მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ამის გამო ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია უნდა შეეზღუდოს. არ მესმის, შენს ქვეყანასთან მიმართებაში მოღალატეობრივი დამოკიდებულება სხვა რა შეიძლება იყოს...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა თქმა უნდა, არარეალისტურია და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამაზე საუბარი არც არის. ამას სხვადასხვა ოფისებში იგონებენ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს