ანა დოლიძე - ჩვენი ამოცანაა, ხალხი დავარწმუნოთ, რომ აუცილებელია 26 ოქტომბერს ცვლილება მოხდეს და ძლიერი საქართველოს მშენებლობა დავიწყოთ

ჩვენი ამოცანაა, ხალხი დავარწმუნოთ იმაში, რომ აუცილებელია 26 ოქტომბერს ცვლილება მოხდეს და ძლიერი საქართველოს მშენებლობა დავიწყოთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, ახმეტაც ხელისუფლებისგან მიტოვებულია.

„ელემენტარული შემოსავალიც პრობლემაა, რამდენჯერ უნდა აყარონ გზა, რომ მერე წყალი გაიყვანონ და ფული გააკეთონ. 12 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებისთვის ერთი დიდი პროექტი არ გაკეთება. აქ ყურძნის მოსავალი მოდის, მაგრამ ამასობაში ჩალის ფასი აქვს და მოსახლეობისთვის შემოსავალს არ წარმოადგენს, არადა, ეს არის რეგიონი, რომელიც ტურიზმით, სოფლის მეურნეობით უმდიდრესი იყო. ჩვენი ამოცანაა, ხალხი დავარწმუნოთ იმაში, რომ აუცილებელია 26 ოქტომბერს ცვლილება მოხდეს და ძლიერი საქართველოს მშენებლობა დავიწყოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება