ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით დანიშნულ განხილვაზე - ჩვენი მოსახლეობის თვალში ამ ინსტიტუტების რეპუტაცია კნინდება, რადგან ხედავენ, რომ განხილვებში კონკრეტულ მხარეებს იწვევენ

ჩვენი მოსახლეობის თვალში ამ ინსტიტუტების რეპუტაცია კნინდება, რადგან ხედავენ, რომ განხილვებში კონკრეტულ მხარეებს იწვევენ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით დანიშნულ განხილვაზე დასმულ კითხვას.

როგორც მაჭავარიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, "მოლოდინები გამომდინარეობს იქიდან, თუ რით დაიწყო ყველაფერი".

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველ სხდომაზე მომხსენებლად კაპიტანი გიგაური მიიწვიეს, რომელმაც ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა. როდესაც მოწმის სახით მიწვეული გყავს სტუმარი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს ყველაფერზე მეტყველებს. გიგაური "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ძალოვან სტრუქტურებში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ „ენჯეოს“ წარმოადგენს. როდესაც ის გყავს მომხსენებლად მიწვეული და ალაპარაკებ პრობლემებზე, რაც თითქოს და, საქართველოში არსებობს, მიკერძოებულობა კარგად ჩანს.

ასევე შეგახსენებთ ჰელსინკის კომისიის სხდომას, სადაც მიწვეული იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ქალბატონი საბანაძე და სოროსის ფონდის დირექტორი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" განიხილავს.

„ქართველი ხალხის აქტი" სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს