ალეკო ელისაშვილი - წერას ისეა აყოლილი „ქართული ოცნება, არც იმ სიგიჟეს გამოვრიცხავ, რომ აშშ-დან ელჩი გამოიწვიონ

უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს თუ არ შეჩერდეს, „ქართულ ოცნებაზე“ იყო დამოკიდებული, რომელიც დგას და 2 წელია ევროპელებს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეწყდება, ეს „ქართული ოცნების“ უღირსი საქციელის „დამსახურება“ იქნება.

„ის ხალხი კორექტული და მომთმენია. ამდენი ხანი ძალიან წყნარად, მშვიდად, დაშაქრულად გვეუბნებიან, ნუ გველაპარაკებით ასე, თუ გინდათ ევროკავშირის წევრობა, მოდით, სხვანაირად გველაპარაკეთო, მაგრამ, არა, მათ ჩათვალეს, რომ მადა უნდა გაეხსნათ და აფრები უფრო უნდა აუშვან. ერთი მხრივ, გინდოდეს რომელიმე ორგანიზაციაში გაერთიანება და მეორე მხრივ ლანძღავდე და აგინებდე, ამოუვიდათ ყელში. ჩვენთან მიმართებით კიდევ ძალიან თავაზიანად იქცევიან. ყველაზე მდიდარი ქვეყნების გაერთიანებაა ევროკავშირი, ეს არის ჩვენი გამდიდრების შანსი. თუ უვიზო მიმოსვლა შეგვიწყდება, ეს თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ და მათი უღირსი საქციელის „დამსახურება“ იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს.

“წერას ისეა აყოლილი „ქართული ოცნება, არც იმ სიგიჟეს გამოვრიცხავ, რომ ელჩი გამოიწვიონ. ეს იქნება ბოლო წერტილი მათთან ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულების…

რეალურად, ერთი თვე დარჩათ. ერთი თვე ეს უღირსობა და სირცხვილი ვითმინოთ, ხელისუფლებად წოდებული „ქართული ოცნება“ რომ არის. ერთი თვის თავზე შევცვალოთ და აშშ-სთან, ევროკავშირთან, ჩვენს გულითად პარტნიორებთან ნორმალურ ურთიერთობას ავაწყობთ. მერე მტერს მტრულად უნდა მოვექცეთ და მოყვარეს მოყვრულად“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის - თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება