ალეკო ელისაშვილი - ჩვენ პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ - გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით

ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ. გულახდილად ვიტყვი, გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლა.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ შეთანხმების გაფორმება არ ისურვა.

„სამწუხაროდ, ვერ გავერთიანდით. სამწუხაროდ, ბატონმა გახარიამ ამ შეთანხმების გაფორმება არ ისურვა. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, არ ვაპირებ კინკლაობას და კამათს. ბატონ გახარიას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ. კარგი იქნება თუ ის და მისი პარტიაც ჩვენთან მიმართებით ამ გაუთავებელ კინკლაობას შეწყვეტენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება იმას, „ძლიერი საქართველო“ აპირებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, ელისაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ეს მთავარი ამოცანა არ არის.

„სულ არ ვფიქრობთ ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლებთ თუ არა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, ერთ თვეში ხელისუფლება შევცვალოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს