ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპმა სინამდვილეში არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში.

გამოცემა The New Yorker-თან ინტერვიუში, ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო დებატების დროს მოდერატორებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, სურდა თუ არა ომში უკრაინის გამარჯვება, მან კი შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა და განაცხადა, რომ სურს, ომი შეწყდეს.

„ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ის ამბობს, რომ ომის შეწყვეტა სურს. ჩვენც ეს გვსურს. ეს ფრაზა და სურვილი აერთიანებენ სამყაროს, ყველა იზიარებს მათ, მაგრამ არსებობს კითხვა: ვინ აიღებს თავის თავზე ომის შეჩერების ხარჯებს? ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ მინსკის შეთანხმებებმა რაღაც მომენტში ბრძოლა შეაჩერა, ან გააყინა. მაგრამ ასევე მისცა რუსებს შესაძლებლობა, კიდევ უფრო უკეთ შეიარაღებულიყვნენ და გაეძლიერებინათ თავიანთი ყალბი პრეტენზია ჩვენს ტერიტორიებზე, რომელიც მათ ოკუპირებული აქვთ. ჩემი გრძნობაა, რომ ტრამპმა სინამდვილეში არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი, თუნდაც ფიქრობდეს, რომ ეს იცის. ამ ომში ხშირია, რომ რაც უფრო ღრმად შეხედავ მას, მით უფრო ნაკლებად გესმის. მინახავს ბევრი ლიდერი, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ იცოდნენ, როგორ დაემთავრებინათ ეს ხვალ, და რაც უფრო ღრმად ჩაეშვნენ მასში, მიხვდნენ, რომ ეს არც ისე მარტივია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია