„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი, ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, შტაბის წევრებთან ერთად, ნინოშვილის და ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე მოქალაქეთა საჭიროებებს გაეცნნენ, ისაუბრეს „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.

“არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის და მუნიციპალიტეტების უფრო მეტი განვითარება და კეთილდღეობა თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს. მადლობა ნდობისთვის და ძლიერი მხარდაჭერისთვის“, - მიმართა ვასილ ჩიგოგიძემ მოსახლეობას.

ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს