სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს - 26 ოქტომბრის შემდეგ, 1-ელ დეკემბრამდე, 400 000 პენსიონერს გაუუქმდება კაბალური საპენსიო სესხი, თქვენ გექნებათ ისეთი ღირსეული სიბერე, როგორსაც იმსახურებთ

26 ოქტომბრის შემდეგ, 1-ელ დეკემბრამდე, 400 000 პენსიონერს გაუუქმდება კაბალური საპენსიო სესხი. თქვენ გექნებათ ისეთი ღირსეული სიბერე, როგორსაც იმსახურებთ. 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ თქვენს უზრუნველ მომავალს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა.

სოფო ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება, მათ შორის, არც პენსიონერების მიმართ.

"ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, სიღარიბისა და უპატივცემულობის წრეში ჩაკეტა ქართველი პენსიონერები. რა იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირება? სრულიად უზრუნველი ცხოვრება უნდა გვქონოდა და რა მივიღეთ? სრულიად საპირისპირო რამ, სრულიად ყურადღების მიღმა ხართ დარჩენილები. რეალურად, რასაც მე ვხედავ, ეს არის პენსიონერების დაცინვა, აბუჩად აგდება. მე ყოველდღიურად უამრავ პენსიონერს ვხვდები, მოვისმინე თქვენი პრობლემებიც და "ქართული ოცნების" დამოკიდებულებას თქვენ მიმართ არაფერი ჰქვია სხვა, თუ არა თქვენნაირი ღირსეული ადამიანების აბუჩად აგდება. ამიტომ მე და ჩვენი კოალიცია გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, პირველ რიგში რაც გაკეთდება, იქნება, რომ საპენსიო სესხები, რომელიც 400 000-მდე პენსიონერს კაბალური პირობებით აქვს აღებული, 1-ელ დეკემბრამდე აუცილებლად უნდა გაუქმდეს და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან პენსიონერებს პენსია არ ჰყოფნით პურის საყიდლადაც კი. მედიკამენტებზე რა სიტუაცია აფთიაქებში, ყველა ხედავთ. ზოგჯერ არის სიტუაცია (და მე ძალიან ბევრჯერ მინახავს), როცა თითო-თითო ტაბლეტს ყიდულობენ, თითო დღისთვის ყიდულობენ, ამიტომ აუცილებელია წამლების სუბსიდირება, თქვენ უნდა იყოთ უზრუნველყოფილი მედიკამენტებით.

ამასთან, რაც მთავარია, უნდა გაიზარდოს პენსია და ეს აუცილებლად ასეც იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ და ამაზე ჩვენ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ, რათა პენსია არ იყოს 1000 ლარზე ნაკლები. ეს აუცილებლად მოხდება და თქვენ გექნებათ ისეთი ღირსეული სიბერე, როგორსაც იმსახურებთ.

ქუჩაში რომ დავდივარ და ადამიანების განწყობას სახეებზე ვაკვირდები, ისინი არიან შეწუხებულები, რადგან დღეს, რეალურად, მათ უწევთ არსებობა. ასე არიან ჩვენი პენსიონერებიც, მაგრამ მათ კი არ უნდა იარსებონ, უნდა იცხოვრონ ბედნიერად და არ უნდა უწევდეთ არსებობისთვის ბრძოლა. მთავარია ერთიანობა, რაც შეიძლება მეტი აქტივობა და 26 ოქტომბერს, საღამოს, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ თქვენს უზრუნველ მომავალს, რომელიც აუცილებლად გექნებათ" , - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია