სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპორტულ კომპლექს „არენას“ მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

როგორც სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, ცნობილი გახდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უარი ეთქვა კომპლექსის „არენა 1“ აუზზე დაშვებაზე და მშობელს განემარტა, რომ მაშინ, როცა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები „არენა 1“ აუზით სარგებლობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განსაზღვრულია მხოლოდ „არენა 2“ აუზი, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო, დახურულია.

„სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველს უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ძლიერი სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება, ასევე სერვისებისა და გარემოს მისაწვდომობის ბარიერები ქმნის. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საზოგადოებაში ადრეული ასაკიდან ინტეგრაციის ხელშეწყობა აუცილებელია მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის მიზნით.

ამასთან, ხშირ შემთხვევაში, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის რეაბილიტაციის ფუნქცია აქვს და მნიშვნელოვანია მათი თანაბარ პირობებში განვითარების უზრუნველყოფისათვის.

სახალხო დამცველი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით სწავლობს აღნიშნული ფაქტს და შესწავლის შედეგებს დამატებით აცნობებს საზოგადოებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს