ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში“ წარდგება.

ასევე, ჯოზეფ ბორელი მოლდოვის შესახებაც ისაუბრებს და მოხსენებას, სახელწოდებით „მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ მოლდოვის მდგრადობის გაძლიერება“, წარადგენს.

ასევე, დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტის სესიაზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევების შესახებ გამართული დებატების შემდეგ ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ.

ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან დაიწყება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე