ელენე ხოშტარია - შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვაქვს საერთო, საქართველო - 26 ოქტომბერს უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ევროპა იყოს არა მხოლოდ მომავალი, არამედ აწმყო

ვერაფერი შეაფერხებს ჩვენ სიმტკიცეს, რომელიც არის არა რომელი პარტიისთვის, არამედ სიმტკიცე რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს. სიმტკიცე მოგვიტანს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის და იქნება ევროპის ნაწილი, რადგან „მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით. შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები მაგრამ გვაქვს საერთო საქართველო“.

“ვერაფერი შეაფერხებს ჩვენ სიმტკიცეს, რომელიც არის არა რომელი პარტიისთვის, არამედ სიმტკიცე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს. სიმტკიცე მოგვიტანს ევროპულ მომავალს.

საქართველო არის და იქნება ევროპის ნაწილი. მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით. შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვაქვს საერთო საქართველო

26 ოქტომბერს უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ევროპა იყოს არა მხოლოდ ჩვენი მომავალი, არამედ აწმყო.

არჩევანი გაკეთებულია და ეს ბრძოლა გადის კონკრეტულ ადამიანებზე. ბრძოლა დგას ადამიანებზე, რომლებსაც ვერ შეაშინებ დაპირისპირებით, გამყოფი ხაზებით”,-განაცხადა ხოშტარიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს