„დიდი შვიდეული“ - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ქმედებები და კონტრმოქმედებები რეგიონის უფრო ფართო კონფლიქტში ჩათრევის რისკს ქმნის, რომლისგანაც სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს.

„მოქმედებები და კონტრრეაქციები ძალადობის ამ სახიფათო სპირალის გადიდების და მთელი ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხეს ქმნის, რასაც წარმოუდგენელი შედეგები ექნება“, - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მხარეებს დესტრუქციული ციკლის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

„მოვუწოდებთ, შეაჩერონ მიმდინარე დესტრუქციული ციკლი და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციისგან სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტი მნიშვნელოვნად დაიძაბა. ისრაელი, გუშინ დილიდან, ლიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს. ამასთან, მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება