აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

დასკვნით ფაზაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აბასთუმანში, რაც მსგავსი კურორტების ურბანული განახლების ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს. განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი, სადაც მოეწყო სხვადასხვა ტიპის სივრცეები ყველა ასაკის დამსვენებლისთვის. პარკი, როგორც აბასთუმნის მკვიდრთათვის, ასევე სტუმრებისათვის ძალიან საინტერესო რეკრეაციულ სივრცედ იქცა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმანში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

პარკში, რომელსაც ადგილობრივები ისტორიულად „როშას პარკით“ იხსენიებენ, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და ელექტრო საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. ასევე, აშენდა ერთსართულიანი ადმინისტრაციული შენობა. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

მინისტრის თქმით, დასკვნით ფაზაშია აბასთუმნის ავტოსადგომის მშენებლობაც. უკვე დასრულებულია სადგურის შენობა და აქტიურად გრძელდება შიდა მოსაპირკეთებელი და საინჟინრო სამუშაოები.

„მნიშვნელოვანია აბასთუმანში არსებული შენობების ურბანული განახლებაც, რაც სხვა პროექტებთან ერთად, აბასთუმანში დასვენებას კომფორტულს გახდის და გაახანგრძლივებს დამსვენებლების ყოფნას კურორტზე. აბასთუმნის განვითარებას ხელს უწყობს კერძო სექტორი და სასტუმროების მიმდინარე მშენებლობები. საერთო ჯამში, ჩვენ გვექნება თვისებრივად განახლებული, ბევრად უფრო მაღალი კატეგორიის კურორტი”, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.3 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წლებში უკვე დაასრულა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი