ბორჯომის მერია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

უახლოეს დღეებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ცემი, კორტანეთი (წმ გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა) და სოფელ ყვიბისში (ე.წ ბერის საყდრებთან მისასვლელი გზა, მეორე ეტაპი).

„ჯამში, სამივე სოფელში 3 კილომეტრზე მეტი გიზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 7,3 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება. დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები , რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს