საფრანგეთი უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად 60 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინის დახმარებისა და რეკონსტრუქციის საკითხებში საფრანგეთის სპეციალური წარმომადგენლის, პიერ ჰეილბრონის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად, წლის ბოლომდე, 60 მილიონ ევროს გამოყოფენ.

„ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია კრიტიკულია - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა სწრაფად ვიპოვოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. საფრანგეთი წლის ბოლომდე, მინიმუმ, 60 მილიონ ევროს გამოყოფს“, - წერს პიერ ჰეილბრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მანამდე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი ზამთრის წინ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოშლას და ქვეყნის სიცივესა და სიბნელეში დატოვებას ცდილობს, ამიტომ, მისი თქმით, კიევის დასავლელი მოკავშირეები უკრაინას როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში უნდა დაეხმარონ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა