ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდებს, გადააკვალიფიცირონ მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდებს, გადააკვალიფიცირონ მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია.

„ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდში, ორგანიზებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება“ და რომელსაც ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუს-ის „ოდეერი“ - შოთა ბაჯალაძე თავს დამესხა მე და თავს დაესხა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას.

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ საჯაროდ იხილა, რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდა, იყო ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ამ ადამიანებმა საჯაროდ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს პირადად მე და მიაყენეს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, სცემეს ბექა ფარცვანია.

ხუთი დღე გავიდა, რაც ყველა ტელევიზიამ აჩვენა ეს კადრები. ადგილზე პოლიციას ეს ადამიანები უნდა დაეკავებინათ, თუმცა ვნახეთ ის, რომ ხუთი დღის შემდეგაც ეს ადამიანები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თავისუფლად დადიან ზუგდიდში. ისინი საშიშები არიან თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები.

დღეს მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ახლა მივმართავ სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურას - კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ ორგანიზებულ თავდასხმაში კანონის შესაბამისად აგოს პასუხი. გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჩვეულებრივ ძალადობას. ეს არის მცდელობა პოლიციის მხრიდან, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოს სასჯელი, ამიტომაც ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის არა 126-ე მუხლი ,არამედ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს, კვალიფიცირდეს ეს საქმე და გამოძიება დაიწყოს შემდეგი მუხლებით - 225-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებას, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და ცემს მას, 325-ე მუხლი, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკურ პირზე თავდასხმა. მთელმა საქართველომ ნახა კადრები, თუ როგორ დამესხა ადამიანი, რომელიც არის საჯარო მოხელე და მუშაობს აფხაზეთის მთავრობაში. მანამდეც არაერთხელ იყო შემჩნეული ძალადობაში. მესამე მუხლი, ეს არის 161-ე მუხლი, რომელიც გულისხმობ შეკრების და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას. ამ მუხლებით ვითხოვთ ჩვენ გამოძიების დაწყებას.

მივმართავ გენერალურ პროკურატურას და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას - უნდა გესმოდეთ, რომ თუ ხელს დააფარებთ ამ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა ზუგდიდმა და მთელმა საქართველომ იქნებით დანაშაულის თანამონაწილეები, თქვენ იქნებით ის ადამიანები, ვინც საშუალებას მისცემს ამ ორგანიზებულ ჯგუფებს, რომ ასევე იძალადონ საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.

მოგიწოდებთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად. გადააკვალიფიცირეთ ეს მუხლები. ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ყველა ამ ადამიანის სახელი და გვარები მივიტანე ზუგდიდის პოლიციაში და ასევე მივიტანე მტკიცებულებები. ამ ადამიანების სახელი და გვარები მიწოდებული გვაქვს სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ასევე საელჩოს წარმომადგენლობას შევხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებით, გადავცემთ იდენტიფიცირებულ ადამიანების სიას, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ორგანიზებულ დანაშაულში“, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ