გიორგი ვაშაძე - კობახიძის გამოსვლა იყო სიტყვების რახა-რუხი - ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც იმის ღირსებაც კი არ შერჩენიათ, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან - ის გაკოტრებული პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრია

გუშინ რომ მოვისმინე ირაკლი კობახიძის გამოსვლა, სამჯერ დავფიქრდი, რათა შინაარსი გამომეტანა - ეს იყო სიტყვების უშინაარსო რახა-რუხი - ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც სათქმელი არაფერი აქვთ და იმის ღირსებაც კი არ შერჩენიათ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვან, - ასე შეაფასა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა „მომავლის სამიტზე“, რომელიც გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

ვაშაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის „ყველა შეხვედრა და საერთაშორისო ტრიბუნიდან გამოსვლა საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა“.

„პირდაპირ გეტყვით, გუშინ რომ მოვისმინე ირაკლი კობახიძის გამოსვლა, სამჯერ დავფიქრდი, რათა მისი გამოსვლიდან შინაარსი გამომეტანა. ეს იყო სიტყვების უშინაარსო რახა-რუხი. ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც სათქმელი არაფერი აქვთ და იმის ღირსებაც კი არ შერჩენიათ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვან. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისგან არაფერს არ ველით. ნომერ პირველი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს საქართველოს ევროინტეგრაციას, რომელიც ისედაც შეფერხებულ პროცესია. რაც მეტ ზიანს მოგვაყენებენ მით უფრო რთული იქნება ჩვენი მხრიდან, ამ პროცესის „ამოქაჩვა“ 26 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ.

ყველა მისი შეხვედრა და გამოსვლა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. ყოველთვის ისეთ საშინელებებს საუბრობს, რომ იწვევს ნეგატიურ რეაქციას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაცვას, ირაკლი კობახიძეს არანაირი რესურსი არ აქვს, ვინმე დაიცვას. პირდაპირ გეუბნებით, ის გაკოტრებული პოლიტიკური ძალის გაკოტრებული პრემიერ-მინისტრია“, - განაცხადა ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია