ნათია მეზვრიშვილი - არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მარტივად იქნება საქმე, ჩვენსა და „ძლიერ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებებმა, მყარი საფუძველი შექმნა, რომ მომავალში ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვითანამშრომლოთ

ჩვენ კოალიციური მმართველობის გამოცდილება ისტორიულადაც არ გვქონია, ვფიქრობ თუ ვინმეს ყველაზე ნაკლებად აქვს ამის პრობლემა - ჩვენი პარტიაა, რომლისთვისაც კომპრომისები უცხო არ არის და „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერაც ამ კომპრომისის გამოვლინებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია კომპრომისები, როცა საქმე ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება,- ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ თუ რომელიმე პარტია კომპრომისს არ დაუშვებს და კრიზისს გააჩენს, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მარტივად იქნება საქმე, ჩვენსა და „ძლიერ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებებმა, მყარი საფუძველი შექმნა, რომ მომავალში ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვითანამშრომლოთ. ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილებია, რაც ამ პროცესმა გამოაჩინა.

არჩევნების შემდგომ, ვინც კომპრომისს არ დაუშვებს, მას ამაში პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, ეს ფასი არჩევნების შემდეგ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღეს არის. ვინც დათმობას ვერ შეძლებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და პარტიის ინტერესებს უფრო წინ დააყენებს, მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მართვის პროცესში კრიზის შექმნას საზოგადოება არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აპატიებს, ამიტომ მოგვიწევს დათმობები, სხვაგვარად არ გამოვა. კოალიციური მთავრობა და კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება გარდაუვალი იქნება.

ჩვენ კომპრომისზე ქვეყნის ევროპული და ქვეყანაში დემოკრატიულო სისტემის დაბრუნების ინტერესებიდან ვსაუბრობთ. „ოცნების“ დარჩენა ხელისუფლებაში ან მათი წასვლა - „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების ხარჯზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლის ინტერესი არ არის. ეს ორპოლუსიანობა, რომელიც არსებობს, უნდა დასრულდეს,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი