გიგი წერეთელი - მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია - ამიტომ, ჩვენი პროგრამა სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს

წამლები არის ძალიან ძვირი და პენსიები საქართველოში არ არის იმგვარი, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით უსწრებს ევროპულ და თურქულ მედიკამენტებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პენსიონერებისთვის უფასო წამლები, 1000 - ლარიანი პენსია და საპენსიო ვალების განულება, მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს.

„დღესდღეობით მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, მათ ყველაზე ხშირად სჭირდებათ წამლები და მათ დანახარჯებში ეს ძალიან დიდი წილია, უხდებათ არჩევანის გაკეთება წამალსა და სხვა რაღაცას შორის.

ამიტომ, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო და რაც მთავარია, 1000 - ლარიანი პენსია და საპენსიო ვალების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, მათ გაცილებით უკეთეს ვითარებაში ჩააყენებს.

წამლები არის ძალიან ძვირი და პენსიები საქართველოში არ არის იმგვარი, რაც არის ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ფასები გაცილებით უსწრებს ევროპულ და თურქულ მედიკამენტებს, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პროგრამა პირველ რიგში უნდა შესრულდეს.” - განაცხადა წერეთელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს