არჩილ გორდულაძე - დასანქცირებითა და მოგზაურობის აკრძალვით ვერავინ შეძლებს ივანიშვილს კურსი და ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შეაცვლევინოს - თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია

ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ივანიშვილისთვის და ჩვენი გუნდისთვის თანხებს მნიშვნელობა არა აქვს და თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია - დასანქცირებითა და მოგზაურობის აკრძალვით ვერავინ შეძლებს ივანიშვილს კურსი და ქართველი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შეაცვლევინოს, - ასე უპასუხა აშშ-სგან მოსალოდნელ დასანქცირებაზე დასმულ კითხვას უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის შეფასებით, „სანქციებზე და მოგზაურობის აკრძალვაზე ამდენი საუბარი, სასაცილოც არ არის“.

„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში სანქციებთან დაკავშირებული განცხადებები კეთდება. ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც მცდელობა იმისა, რომ "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" რაიმე სარგებელი ნახოს და ზედაპირზე ტივტივი შეძლოს.

არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდმა, არამედ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში დასანქცირდა და მას კონკრეტულ თანხებზე წვდომა ახლაც შეწყვეტილი აქვს, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ივანიშვილისთვის და ჩვენი გუნდისთვის თანხებს მნიშვნელობა არა აქვს და თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია.

რა ტიპის შანტაჟიც არ უნდა იყოს საქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ“, - განაცხადა გორდულაძემ.

„ამერიკის ხმა" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი