სერგო ჩიხლაძე - დღეს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, ეს უსამართლობა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დასრულდება - ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერი არ გადაიხდის

ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პენსიონერებზე და მათ ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას.

„დღეს პენსიონერს, ასაკოვან ადამიანს, უწევს არჩევანის გაკეთება - წამალი იყიდოს თუ საკვები, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა. უსამართლობაა ისიც, რომ ღარიბი საქართველოს ღარიბ მოქალაქეს 4-5-ჯერ მეტის გადახდა უწევს საკუთარი ჯიბიდან წამლებზე, ვიდრე ევროკავშირის მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. ანუ, სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის, მათ აღარ მოუწევთ წამალში ფულის გადახდა, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ექიმის მიერ გამოწერილ ნებისმიერ წამალს, ნებისმიერი პენსიონერისთვის. ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ამისთვის სათანადო ბიუჯეტური სახსრები მოძიებულია და არსებობს. ეს სახელმწიფოს და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიზრუნოთ ასაკოვნებზე და ამ ღირსეულ ხალხზე, რომელთაც ღირსეული ცხოვრება უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება