„ქართული ოცნების“ დელეგატი აჩიკო ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეაჯამა განხორციელებული პროექტები, ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

„ყველა ბათუმელმა იცის, რომ მე მოვდივარ ქართული ხელოვნებიდან, ქართული სიმღერიდან, რომლის ცოტა ხნით გვერდით გადადება მომიწია, იმიტომ რომ, ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, უდიდეს თანადგომას და ვგრძნობ, ახლა მაქვს ის მომენტი, რომ ჩემს ბათუმელებს, ჩემს საყვარელ ქართველებს დავუბრუნო ის სიყვარული, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაგროვებდი და რომელიც მე მამღერებდა. მამღერებდა ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, ჩემი ტრადიციების, ჩემი სარწმუნოების და ჩემი ქალაქის სიყვარული. მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია.

მე მჯერა, რომ თქვენი სიბრძნით, თქვენი გვერდში დგომით, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოში ბათუმის დელეგატი - რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ტიტე აროშიძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს