„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას გაძლევთ

51 სტიპენდიატი, 3 ქვეყანა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები - ეს „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინიციატივა, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

„აღმოაჩინეთ განათლების ახალი შესაძლებლობები ბმულზე.

„საქართველოს ბანკი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს. შედეგად, სტიპენდიატს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის საჭირო ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.

CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა „საქართველოს ბანკის“ 31 სტიპენდიატი, რომლებმაც საკუთარი მიზნები რეალობად აქციეს.

CHEVENING-ის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ, მათ შორის საქართველოცაა.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

Fulbright

ამასთან, „საქართველოს ბანკი“ აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის - Fulbright-ის პარტნიორია.

რაც ნიშნავს იმას, რომ Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად უფინანსებს.

„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, 15 ახალგაზრდა უკვე გაემგზავრა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად, რომელთა მიზანი მიღებული განათლებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანაა.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა და კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს.

პროგრამის კონკრეტული მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია

„საქართველოს ბანკისა“ და Miami Ad School Europe-ის ინიციატივით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით გერმანიაში, 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, უკვე ხუთმა ახალგაზრდამ შეძლო მიეღო განათლება კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში - Miami Ad School Europe-ში.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ წესები და შერჩევის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, ფულბრაითისა და ჩივნინგის პროექტებს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს სს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში